განვითარებული ტექნოლოგიების უკანასკნელი პროდუქტი - 3 ტესლა მაგნიტური რეზონანსი, მაღალი ხარისხის გამოსახულებისა და სწრაფი ვიზუალიზაციის ტექნიკის საშუალებით, შესანიშნავ შედეგებს აღწევს. 3 ტესლა მაგნიტური რეზონანსს, მაღალი ძალის სიგნალის საშუალებით, შეუძლია უფრო მცირე ზომის დაზიანებების აღმოჩენა და დაფიქსირება. ამდენად, დიაგნოზი შეიძლება უფრო ადრეულ ეტაპზე დაისვას. ის უზრუნველყოფს პათოლოგიის უკეთ აღქმას, რაც მკურნალობის უკეთ დაგეგმვას უწყობს ხელს.
3 ტესლა მაგნიტური რეზონანსი მთელი სხეულის MR გადაღებას ასრულებს. თავის ტვინის ქირურგიაში, სწრაფი ვიზუალიზაციის საშუალებით, ექიმს სიმსივნური ქსოვილის მოცილებაში ეხმარება. ოპერაციის მსვლელობისას გამოსახულების მიღების საშუალებით, ქირურგს ნებისმიერ მომენტში, პაციენტის გაუღვიძებლად და საოპერაციო უბნის დაუხურავად, სტერილურ გარემოში კვლევის ჩატარება შეუძლია.